Showing posts with label ''ხბოს აღტაცებით''. Show all posts
Showing posts with label ''ხბოს აღტაცებით''. Show all posts

Saturday, July 3, 2010

Myskin.com


ძალიან მიყვარს საიტები, სადაც ჩემი მონაცემების დეტალური აღწერით ან ფოტოთი შემიძლია მივიღო რჩევები, რისი შეძენა იქნება ჩემთვის უკეთესი. დღეს ერთ ასეთ საიტს გადავაწყდი და მინდა თქვენც გაგაცნოთ (შესაძლოა იცნობთ კიდეც), ესაა myskin.com, მოკლედ, ამ საიტზე რამდენიმე წუთის განმავლობაში დეტალურად ავსებთ თქვენს "ბიუთი ისტორიას", წერთ ცხოვრების სტილზე, გარემოზე ა.შ. ამის შემდეგ შეგიძლიათ აარჩიოთ როგორი ტიპის კოსმეტიკა ან ფარმაკოსმეტიკა გსურთ (იქნებ რომელიმე ნივთიერების მქონე ან ცხოველებზე დატესტილი არ გსურთ? :)), ამის შემდეგ თქვენს კალათაში შეგიძლიათ ზუსტად ისეთი პროდუქტები ჩაყაროთ, როგორც გინდათ... Myshelf-ზე კი თქვენთვის საჭირო ყველა სახის პროდუქტი დაგხვდებათ.

პ.ს. მსგავსი საიტები თუ იცით და გამიზიარებთ, მადლობელი დაგრჩებით :)

Wednesday, April 28, 2010

კოსმეტიკური ნაწარმის ტესტირების ახალი მეთოდები


თუ ვინმემ, ჩემ მსგავსად, ამის შესახებ ჯერ კიდევ არ იცით, გეტყვით, რომ ცხოველებზე კოსმეტიკური ნაწარმის ტესტირების აკრძალვის შესახებ კანონი 2009 წელს შესულა ძალაში. როგორც აღმოჩნდა, დადგენილება ევროპარლამენტმა ჯერ კიდევ 2003 წლის დასაწყისში მიიღო, თუმცა კანონი ძალაში 2009 წელს უნდა შესულიყო. მაშინ ცხოველთა დაცვის ჯგუფი ამბობდა, რომ ევროპაში ყოველწლიურად 38 000 ცხოველი ტესტირების დროს უმიზეზოდ იღუპებოდა. ტოქსინის შემცველი სამი ნივთიერების ტესტირება ძალაში 2013 წლამდე რჩება.
ევროპის მსგავსად, ცხოველებზე ტესტირება ამერიკაშიც აკრძალულა.
რაც შეეხება ცდების ახალ მეთოდებს, კოსმეტიკური ფირმები ამდროისთვის კომპიუტერულად ან ადამიანის უჯრედის ქსოვილებზე აწარმოებენ.