Showing posts with label დიეტა. Show all posts
Showing posts with label დიეტა. Show all posts

Tuesday, May 11, 2010

ხინკლის დიეტამ გაამართლა :))))


ერთკვირიანი დიეტის შედეგი მშვენიერია, თითქმის 3 კილო დავიკელი, არადა, ერთხელ ტორტი ვჭამე, 2-ჯერ ხინკალი :)) სამაგიეროდ, დავდივარ ფეხით ბევრს, არ ვჭამ პურს და ვცდილობ 7 საათის მერე ან არ ვჭამო, ან ძალიან მსუბუქად ვჭამო. სიამოვნებით ვაგრძელებ და იმედია, მომავალ კვირამდე 2 კილოს მაინც დავიკლებ.

Sunday, May 2, 2010

დიეტა (ჩემებური)


დღეს დიეტის მეორე დღე მქონდა და ანგარიში მინდა ჩაგაბაროთ რა და როგორ ვქენი :) დილას 2 მოხარშული კვერცხი, 1 კიტრი, 1 ნაჭერი ყველი, შუადღისას ცოტა ბულიონი, საღამოს ბეილისი (50 გრ), ხილის სალათი (ანანასი, კივი, ბანანი, ფორთოხალი) და მილქშეიკი. მგონი, ცოტა მეტი მომივიდა,განსაკუთრებით საღამოს, ვეცდები ნელ-ნელა შევამცირო.
კიდევ შეგახსენებთ, რომ „ჰეარჰაუსში“ კომბოს აქცია მიმდინარეობს და არ დაგავიწყდეთ შეიაროთ. კომბო გულისხმობს სამ პროცედურის შემთხვევაში, ჯამში 5 ლარის მოკლებას. მე დღეს ერთი საათი ელექტრო ეპილაციაში, მანიკურსა და დავარცხნაში 35 ლარი გადავიხადე. თმაზე ახალი თანამშრომელი ჰყავთ, დღეს მან დამვარცხნა და ძალიან მომეწონა. უაზროდ ვარ ამ სალონზე შეყვარებული...

Saturday, May 1, 2010

ბრძოლა ზედმეტ კილოგრამებთან


ზეგ გახდება სამი დღე, რაც დავიწყე სერიოზული ბრძოლა კილოგრამებთან :)) მიზანი _ 5-6 კილოს დაკლება. ამისათვის:

1. არ ვჩამ ცომეულს, შემწვარ რაღაცებს, შოკოლადს, ნაყინს, 7 საათის მერე საერთოდ არაფერს.

2. დავდივარ ფეხით მაქსიმალურად ბევრს. დღეში დაახლოებით 1,5-2 კილომეტრი გამომდის.

3. ვარჯიში _ საღამოობით ნახევარი საათი. განსაკუთრებით მუცლის პრესის ვარჯიშებს ვაკეთებ.

არ ვიცი რამდენად სწორი სტრატეგია მაქვს, მაგრამ იმედია, ერთ თვეში შედეგი მექნება. დღეს ერთი საიტი ვნახე self.ge, საინტერესო რაღაცებია წონის დაკლებით დაინტერესებული ხალხისთვის, ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი: ვარჯიშები, საკვების კალორიების ცხრილები, დიეტები, სხვადასხვა კალკულატორები და სხვა რამე-რუმეები...