Showing posts with label თმის მოვლა. Show all posts
Showing posts with label თმის მოვლა. Show all posts

Sunday, May 15, 2011

ექსპერიმენტი: ხნა

თმის ფერის შეცვლა ან რამით გახალისება დიდი ხანია მინდოდა და ვერ ვბედავდი. ამასწინათ ჩემს ჯგუფელს თმაზე ხნა დაედო და გადავწყვიტე მეც ეს მეთოდი მეცადა.

ხნით შეღებვა საკმაოდ უსიამოვნო პროცესი აღმოჩნდა სახლის პირობებში. მიღებული მასა იყო ძალიან არაკომფორტული გადასანაწილებელი თმაზე, ტანსაცმელიც მოვსვარე და მთელი სააბაზანო ოთახიც.
წასმის მერე თავი თბილად შევიხვიე და ერთი საათი გავიჩერე. მოცილება იყო ძალიან რთული. ქვიშასავით რაღაცები ძლივს მოვიშორე სავარცხლით.

შედეგი ცუდი არ არის, მზეზე ლამაზად ბზინვარებს. ხნას აქვს სამკურნალო თვისებები და თმას აჯანსაღებს.

ხნა (ინა) ყვავილოვანი მცენარია და სხეულის, თმის, ტყავის და ხის შესაღებად ბრინჯაოს დროიდან გამოიყენება.

გამყიდველების თქმით, დღეს ხნა თბილისში საკმაოდ პოპულარული ყოფილა. ზუსტად არ ვიცი რატომ, მაგრამ დეფიციტურია თბილისში და ბევრი ძებნა მომიწია. დეფიციტურობამ ფასიც გაზარდა, ერთი 80 თეთრად ვიყიდე ვაგზლის ბაზრობაზე, მეორე – 2.80–ად ვაგზალთან პარფიუმერულ მაღაზიებში, არადა, ცოტა ხნის წინ თითქმის ყველგან იშოვიდით, თანაც 80 თეთრად.
იყიდება წითელი და უფერო ხნა. თუმცა, როგორც ვიკიპედიაში წერია, ხნა მხოლოდ წითელ ფერს ტოვებს, უფერო და შავი ხნა სხვა ნივთიერებისგანაა დამზადებული ან ხნას აქვს სხვა რამ შერეული.

მოხმარების მსურველებმა გაითვალისწინეთ, რომ ხნა სუფთა, ახალდაბანილ თმაზე უნდა წისვათ, ჯერ კიდევ ნესტიანზე. ხნის მოხმარების შემდეგ კი 6 თვე ქიმიური საღებავი არ წაისვათ.

Monday, February 28, 2011

თმის მოვლა

თმის სიჯანსაღეს ამ დრომდე ყველაზე ნაკლებ ყურადღებას ვუთმობდი. თითქმის ყოველ დღე თმაზე მიდებულ ფენს და ხშირად გამოყენებულ თმის უთოს დიდ "ცოდვად" არ მივიჩნევდი და არც თმის მკვებავებით ვანებივრებდი თავს (პირდაპირი მნიშვნელობით :) ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და, როგორც ჩემი და ამბობს,თმის ბოლოები "გამეპუწა".

ასეთ დროს პირველი დახმარება გაფუჭებული თმის მოცილებაა და მეც ასე მოვიქეცი,შემდეგ თმის მკვებავის ხმარება დავიწყე.
ჩემს თმას Londa Professional Visible Repair შეურჩიეს,ადვილი მოსახმარია, ყველანაირი დამატებების გარეშე მხოლოდ შამპუნით დაბანის მერე ვისვამ. თავიდან ინტენსიურად, ყველა დაბანაზე გამოვიყენებ,2 კვირაში უკვე კვირაში ერთხელ გამოყენებაც საკმარისია. თანაც კარგია იმითაც,რომ თუ ბევრის წასმა მოგივიდა,თმა დაუბანელს არ ჰგავს, სხვა მკვებავებისგან განსხვავებით.
ჯერ მხოლოდ ორჯერ ვიხმარე, მგონი თმას ბზინვარება დაეტყო.ამის პარალელურად ფენი და უთო მივატოვე და ველოდები თმის საბოლოო გაჯანსაღებას :)

Thursday, April 29, 2010

მაშ რატომ არ უნდა დაიბანოთ უფრო ხშირად, ვიდრე თვეში ერთხელ? :D


დღეს ჯანმრთელობის შესახებ ერთი ძველი წიგნი ვნახე, თმის მოვლის თემაში საინტერესო აზრებს წავაწყდი და გიზიარებთ:
"თმის დაბანა წარმოადგენს თმების მოვლის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს. თმები, კანის მსგავსად, ცხიმიანდება და მტვრინდება. მაშ რატომ არ უნდა დაიბანოთ იგი უფრო ხშირად, ვიდრე თვეში ერთხელ? იქნებ ფიქრობთ, რომ ხშირი დაბანა თმებისათვის საზიანოა? ეს მცდარი შეხედულებაა, რომელიც რაც უფრო მალე მოისპობა, მით უკეთესია."

იმედია, ახლა მაინც გაიგებთ, რომ თმა უფრო ხშირად უნდა დაიბანოთ, ვიდრე თვეში ერთხელ :)))
დედა იხსენებდა დღეს, კანის ექიმთან კედელზე უნახავს პლაკატი, სადაც ეწერა, რომ ტანი 10 დღეში ერთხელ უნდა დავიბანოთ, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ბეეევრი წლის წინ იყო. წიგნიც 1965 წელს გამოშვებული.
შეხედულებების შეცვლაზე გამახსენდა, ამასწინათ ეპილაციის გაკეთების დროს მიყვებოდა კოსმეტოლოგი, რომ ადრე მეგობრისთვის ტუჩზე ეპილაცია გაუკეთებია და იმ გოგოს რომ გაუგია, შეიძლება თმა აღარ ამოსულიყო, უნერვიულია :)))