Showing posts with label სასარგებლო პოსტები. Show all posts
Showing posts with label სასარგებლო პოსტები. Show all posts

Tuesday, August 31, 2010

გარუჯვის შემდეგ აქერცლილი კანის მოვლა

გარუჯვის შემდეგ ხშირად კანი გვექერცლება, რაც საკმაოდ უსიამოვნო დასანახია. ზოგს ეს ბუნებრივი ამბავი ჰგონია, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. რა თქმა უნდა, კანი თავისითაც გასუფთავდება გარკვეული დროის შემდეგ, მაგრამ თუ გინდათ, რომ კანი ლამაზად გამოიყურებოდეს, ჩემი კოსმეტოლოგის რჩევას თქვენც გაგიზიარებთ.
დაბანის წინ აქერცლილ კანზე წაისვით "ჯონსონის" ზეთი თუ გაქვთ, ან ნებისმიერი ცხიმიანი კრემი, ზეითუნის ზეთიც კი შეგიძლიათ. დაბანის დროს რბილად გაიხეხეთ ეს ადგილი და დაბანის შემდეგ წაისვით ლიმონის და გლიცერინის ხელის კრემი (თითქმის ყველა აფთიაქში იყიდება).
ეს პროცედურა რამდენიმე დღე შეგიძლიათ გააკეთოთ.
მე ფეხზე მქონდა აქერცლილი და ამისთვის მომცა ეს რჩევა, თუმცა ტანის სხვა ადგილებზეც შეიძლება იგივე გააკეთოთ.

Friday, April 2, 2010

თუ ფრჩხილები გემტვრევათ....


ჩემმა ფრჩხილებმა ვერ აიტანეს გაზრდა და დამეწყო დამტვრევა. თქვენც გაგიზიარებთ რჩევებს, რაც მე მომცეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. 

1. ზღვის მარილის აბაზანები _ ზღვის მარილი ყველა აფთიაქში იყიდება, მე 'ავერსში' ვიყიდე, 'დოლივას' მარილი, 7 ლარი ღირდა. ძალიან სასიამოვნო სუნი აქვს. 

2. იოდი _ საღამოს ლაქმოცილებულ ფრჩხილზე წაისვით ბამბით ძილისწინ, წყალთან შეხება რომ აღარ მოგიწიოთ. თავიდან ყვითელი იქნება, მაგრამ დილას ჩველებრივ თეთრი ფრჩხილები დაგვხვდებათ. ეს უნდა გააკეთოთ კვირაში ერთხელ.
იოდი 50 თეთრი ღირს აფთიაქებში :)

3. ლიმონი _ გაჭერით ლიმონი და ჩადეთ თითები. 

ასევე კარგი დაშუალებაა ფრჩხილის დამცავი, რომელიც კალციუმს შეიცავს. ორიფლეიმს აქვს როგორც ვიცი. 7 ლარი ღირს. დამცავი ლაქის ქვეშაც შეგიძლიათ წაისვათ და ლაქის გარეშეც. 

მე მგონი ჩემმა მკურნალობამ გაჭრა, საგრძნობლად მაქვს ფრჩხილები გამაგრებული. 

p.s.
ფრჩხილების გასამაგრებლად ვიყიდე ლაქი ORLY-ის, nail builder with Calcium აწერია. 9 ლარი ღირდა ვაგზალთან კოსმეტიკის მაღაზიები როა, მანდ.

Tuesday, January 5, 2010

ფრჩხილების იარაღები

ალბათ, დამეთანხმებით, რომ რაც უნდა სანდო სალონში იკეთებდეთ ფრჩხილებს, სალონის იარაღების გამოყენება საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. ამ ეჭვებისგან გათავისუფლება მარტივად შეიძლება,თუ თავად შეიძენთ საჭირო იარაღებს. ეს ყველაფერი 75 ლარი დაგიჯდებათ და კარგა ხანს გამოგადგებათ. თუმცა, ყველა იარაღს ნუ ენდობით. იმათაც კი, რომელთაც აწერია, რომ პროფესიონალურია და საკმაოდ დიდი ფასი ადევს, ყველას არ ენდოთ.

როგორც აღმოჩნდა, თბილისში ნამდვილად პროფესიონალურ იარაღებს მხოლოდ ვაგზლის ბაზრობაზე, ერთ ადგილზე შეიძენთ, სულ დაგჭირდებათ კუსაჩკა, მაკრატელი, ქლიბი და ლაფატკა ანუ ამოსაფხეკი. უფრო ზუსტად:
1. კუსაჩკა YES SOLINGER 5642, 35 ლარი;
2. ნუნების მაკრატელი YES SOLINGER 5067, 30 ლარი;
3. ქლიბი 42340, 5 ლარი;
4. ლაფატკა ZINGER CLASSIC, 5 ლარი;

ეს იარაღები ვინმე დათოს ჩამოაქვს და ვაგზლის ბაზრობაზე იყიდება ედიკასთან :) ადვილი მისაგნებია, ბაზრობაზე ტანსაცმელი რომ მთავრდება, ჭურჭელის ხაზში, მეორე თუ მესამე დახლთან ზის ეს კაცი.
მას შემდეგ რაც იარაღებს შეიძენთ, ზემოთ ნახსენები ვინმე დათო გაგილესავთ, რაც დაგიჯდებათ 24 ლარი. პერიოდულად დასჭირდება ხოლმე გალესვა, ეს იმაზეა დამოკიდებული, რა სიხშირით გამოიყენებთ იარაღებს.
ერთი თვის წინ მე რომ ვეძებდი ამ თემაზე ინფორმაციას, მაშინ ინტერნეტში ვერაფერი ვიპოვე სანუგეშო. იმედია, თქვენ გამოგადგებათ ეს ინფორმაცია...

p.s. დაკვალიანებისთვის მადლობა Hairhaus-ის მანიკურშას, ეკას :)

Saturday, December 26, 2009

სუნამოს შენახვა-გამოყენების წესები


ადამიანების უმეტესობა ახალ წელს საჩუქრად სუნამოს იღებს. ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები საშუალებას მოგცემთ თქვენი საჩუქარი დიდხანს და კომფორტულად მოიხმაროთ...

როგორ შევინახოთ პარფიუმერია?
სუნამოების შენახვის ვადა

საშუალოდ, გაუხსნელი სუნამოების შენახვის ვადა 3 წელია, ხოლო გახსნის შემდეგ ის 6-18 თვემდე მცირდება. თუმცა, შენახვის წესების დაცვის გარეშე, სუნამო შეიძლება 1 კვირაშიც გაფუჭდეს. როგორ ავიშოროთ თავიდან ასეთი უსიამოვნო სიურპრიზი? უპირველეს ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ პარფიუმერიას 3 დაუძინებელი მტერი ჰყავს: შუქი, სითბო და ნესტი. ისინი არღვევენ სუნამოს ფორმულას და აფუჭებენ მას. იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, სუნამო შეინახეთ თავისსავე კოლოფში, სითბოსა და სინათლისგან რაც შეიძლება შორს! არავითარ შემთხვევაში არ შეინახოთ სუნამოები აბაზანაში. ყველაზე საუკეთესო ადგილია კომოდის უჯრა, რომელსაც იშვიათად იყენებთ.

სუნამოს გამოყენების წესები

სუნამო უნდა დაიპკუროთ სუფთა, მშრალ კანზე (ყურის უკან, პულსაციის ადგილებში, მკერდის ქვეშ, იდაყვის მოხრის ადგილში, მუხლის უკანა ღრმულში). როგორც კოკო შანელი ამბობდა, ”სუნამო უნდა დაიპკუროთ სწორედ იქ, სადაც კოცნას მოელით”. ხანდახან შეგიძლიათ დაიპკუროთ თმაზეც, თუკი მათი გამოშრობის არ გეშინიათ. ტანსაცმელზე სუნამოს დაპკურება რეკომენდირებულია მათთვის, ვინც მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგიულია. სუნამოს არომატი სრულად მხოლოდ კანთან კონტაქტისას იშლება, ასე რომ - ქსოვილზე დაპკურებით სულ სხვა ეფექტს მიიღებთ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ტანსაცმელზე სუნამომ, სურნელოვან კვალთან ერთად, შესაძლოა ლაქაც დატოვოს. თუკი მზეზე ყოფნა გიწევთ, დამწვრობის თავიდან აცილების მიზნით, გირჩევთ გამოიყენოთ თქვენი სუნამოს უალკოჰოლო ვარიანტი.

წყარო: ICI PARIS

Wednesday, December 23, 2009

კოსმეტიკის იაფად შეძენის მარტივი გზა


AVON-ის პროდუქცია შეგიძენიათ? მე ვერ ვიხსნებ, მგონი არა და არც ვაპირებდი წერილი რომ არ მიმეღო, სადაც მთავაზობდნენ, რომ გავმხდარიყავი კომპანიის წარმომადგენელი და მესარგებლა შეღავთებით პროდუქციის ყიდვისას. როგორც აღმოჩნდა, თუ ორი თვის განმავლობაში 50-ლარის პროდუქციას მაინც შევიძენ, 15%-იანი ფასდაკლებით ვისარგებლებ, 100-200 ლარის ღირებულების პროდუქტების ყიდვისას 20%-იანი, ხოლო 200 ლარზე მეტი ღირებულების ყიდვისას - 25%-იანი ფასდაკლებით. საშუალოდ თვეში 25 ლარის პროდუქცია გამომდის, მე ბევრად მეტიც მეხარჯება შამპუნებში და თუ კარგი პროდუციაა, რატომაც არ მიღის გაწევრიანება? გადავწყვიტე, მოვსინჯო. მით უმეტეს, რომ გაწევრიანება უფასო ყოფილა... მერე თქვენ თუ თქვენს სახელზე გააწევრიანეთ სხვა, იმაზეც არის ბონუსები, მე არავის გაწევრიენებას არ ვაპირებ.თუ თქვენ გადაწყვეტთ გაწევრიანებას,ქალბატონ ნანას დაუკავშირდით 895 242229

ეს კი პროდუქციის კატალოგი
http://www.ge.avon.com/PRSuite/static/ebrochure/e-brochure.html