Showing posts with label კანის მოვლა. Show all posts
Showing posts with label კანის მოვლა. Show all posts

Saturday, July 23, 2011

ლეღვის რძით გარუჯვა აკრძალულია!

ლეღვის რძით გარუჯვის დროს დამწვარობის შემთხვევებს მედია თითქმის ყოველდღიურად აშუქებს, თუმცა მიუხედავად იმისა, რუჯის მიღების ამ ხერხის გამოყენებას მაინც აგრძელებენ. წელს დამწვრობის ცენტრმა 20 ასეთ პაციენტს უმკურნალა. ლეღვის რძით გარუჯვა დამწვრობის გარდა ლაქებს და სხვა გართულებებს იწვევს. ექიმები გარუჯვის ასეთ ფორმებს კატეგორიულად კრძალავენ და ახალგაზრდებს რუჯის მიღების წესების დაცვას ურჩევენ.

„ასეთი მეთოდების გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია. არ შეიძლება, რადგან დამწვრობასთან ერთად რიგი დაავადებების გამოწვევა შეუძლია. აუცილებელია მზისგან დამცავი საცხების მოხმარება, რათა შემდგომი გართულებები იქნეს თავიდან აცილებული. ასეთი მეთოდები კი უფრო მეტად აჩქარებს პროცესს და შედეგად კანის სერიოზულ დამწვრობას ვიღებთ. გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანმა კანის ფერის, თვალისა და თმის ფერის შესაბამისად უნდა მოიხმაროს დამცავი საშუალებები, არატრადიციული გზებით გარუჯვის დაჩქარება დაუშვებელია. ამასთანავე, ასეთი საშუალებები იწვევს კანზე ლაქების მასიურ გაჩენას. არ შეიძლება ჭარბხალიანობის შემთხვევაში მზის გულზე დიდი ხნით გაჩერება, მით უმეტეს ისეთი საშულებებით კანის ფერის შეცვლა, რომელსაც არატრადიციულს და ხალხურს უწოდებენ.“ – აღნიშნა „პრესა.ჯი”- სთან საუბარში ექიმმა–დერმატოლოგმა, ლია ჭითანავამ.

ნახეთ itv.ge-ს სიუჟეტი ამ თემაზე
iTV.ge | კანის გარუჯვას შეწირული ჯანმრთელობა

Saturday, December 18, 2010

პილინგი - step 3 პილინგი გლიკოლის მჟავით

დღეს მესამე და ამ ეტაპზე ბოლო პილინგი გავიკეთე. პროცედურა იგივე იყო, რაც წინაზე, ამიტომ აღარ აღვწერ, უბრალოდ დღეს მჟავა უფრო დიდხანს, 10 წუთს გავიჩერე. მჟავის მოცილების დროს გამეხილა თვალები და საშინლად დამეწვა თვალები, დავპანიკდი, მეგონა მხედველობა დავკარგე, ისე მეწვოდა :) მაგრამ როგორც იქნა, გავიმშრალე და გამიარა ცოტა ხანში. თქვენც თუ ასე დაგემართათ, არ ინერვიულოთ, საშიში არ არის.
წინა პროცედურის შემდეგ წვრილი გამონაყარი და ნიკაპის გარშემო და ტუჩებზე ცოტათი დამწვარი კანი რამდენიმე დღეს დამრჩა, გუშინ და დილას უკვე სულ გადაწმენდილი კანი მქონდა. სავარაუდოდ, რამდენიმე დღე ახლაც დამჩება სახეზე პრობლემები, მაგრამ უკვე აღარ მეშინია :)
დღეს ჩემმა კოსმეტოლოგმა გამიკეთა არაჩვეულებრივი მასაჟი ზურგზე, გულ-მკერდსა და სახეზე. ძალიან სასიამოვნო პროცედურა იყო. ყველა მისვლაზე კიდევ უფრო მიყვარდება ეს ქალი :))))

Saturday, December 11, 2010

პილინგი - step 2 პილინგი გლიკოლის მჟავით

ერთი კვირის წინ სახის გაწმენდის შემდეგ პირდაპირ გლიკოლის 70%-იანი მჟავით გამიკეთა პილინგი დღეს კოსმეტოლოგმა. დამბანა, შემდეგ მჟავა წამისვა, 7 წუთს გავიჩერე, თავიდან ოდნავ მეწვოდა, ბოლოს უკვე -ძალიან, თუმცა მაინც ასატანი იყო.მერე დამაწყნარებელი კრემი წამისვა 20 წუთით,თვალის არეებზე და ტუჩებზე კიდევ სპეციალურად სხვა კრემები. ამის შემდეგ კიდევ ერთი დამამშვიდებელი კრემი წამისვა, ბოლოს დარცენვალი, დამატენიანებელი და ტონალური. ერთი რჩევა მომცა,რამეს რომ წაისვამ სახეზე, ხელით ცოტა "ურტყი", სისხლის მიმოქცევას აჩქარებს და ფორებში უკეთესად ჩადისო.
წინა პროცედურის სიწითლე მეორე დღეს უკვე აღარ მქონდა. იმედია, ხვალაც ეს პატარა რაღაცები რაც ახლა მეტყობა, გამიქრება. შემდეგი პროცედურა კიდევ 70%-იანი გლიკოლი იქნება. სჯობს ერთ კვირიანი ინტერვალებით გავიკეთო,ასე უფრო ნაკლები პროცედურა დამჭირდება. თითოეული პროცედურის ფასი 80 ლარია.

Sunday, December 5, 2010

პილინგი - step 1 კანის გაწმენდა

პილინგების გაკეთება დავიწყე. სავარაუდოდ, 3-4-ჯერ მომიწევს მისვლა კოსმეტოლოგთან. დღეს მხოლოდ გავიწმინდე სახე კრისტალური წმენდის მეთოდით. პროცედურები დაახლოებით 1 საათი გაგრძელდა. თავიდან კარგად გამისუფთავა კანი პურანის (by Biodroga)სახის დასაბანით, შემდეგ წამისვა კრისტალური წმენდის კრემი და ჩამირთო ორთქლი. 15 წუთის მერე კოვზით გამისუფთავა სახე. ამის შემდეგ 15 წუთით კანის დასამშვიდებელი კრემი წამისვა. ბოლოს დარცენვალის მსგავსი პროცედურა გამიკეთა.წარბებიც ამომიღო ზედმეტი რაც მქონდა. ეს ყველაფერი იყო სასიამოვნო მუსიკისა და სახის მასაჟის ფონზე. ძალიან სასიამოვნო პროცედურა იყო.
სახის გაწმენდისა და პილინგის დროს კანის სახლში მოვლას აქვს დიდი მნიშვნელობა. ამისათვის მაქვს პურანის დასაბანი და მედიქ სქინის (by Biodroga)-ის დამატენიანებელი კრემი, რომელსაც კანის აღმდგენი ფუნქცია აქვს, განკუთვნილია მგრძნობიარე კანისთვის და ეფექტურია პილინგების, ეპილაციის და სხვა ესთეტიკური ჩარევების დროს.
ჩემი კოსმეტოლოგი მირჩევს, რომ სახის გასუფთავების შემდეგ, ყოველდღიურად ვიხმარო ტონალური კრემი. მოვერიდო მზეს, მტევრს.
შემდეგ კვირას უკვე გავიკეთებ 30 პროცენტიან პილინგს, შემდეგ - 50 და 70 პროცენტიანებს.

P.S. ერთი სასიამოვნო ინფორმაცია გავიგე დღეს: ვაკის აუზს საახალწლოდ აქვს აქცია - შეგიძლიათ შეიძინოთ აბონიმენტი 240 ლარად (არ შედის შაბათ-კვირა და საღამოს საათები 6 საათის მერე, ნებისმიერ დროს რომ შეძლოთ შესვლა 360 თუ 370 ლარი ღირს). ძალიან მინდა, 1 თვით მაინც ვიარო და იქნებ სანტა კლაუსმა მაინც მაჩუქოს აბონიმენტი :)

Tuesday, August 31, 2010

გარუჯვის შემდეგ აქერცლილი კანის მოვლა

გარუჯვის შემდეგ ხშირად კანი გვექერცლება, რაც საკმაოდ უსიამოვნო დასანახია. ზოგს ეს ბუნებრივი ამბავი ჰგონია, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. რა თქმა უნდა, კანი თავისითაც გასუფთავდება გარკვეული დროის შემდეგ, მაგრამ თუ გინდათ, რომ კანი ლამაზად გამოიყურებოდეს, ჩემი კოსმეტოლოგის რჩევას თქვენც გაგიზიარებთ.
დაბანის წინ აქერცლილ კანზე წაისვით "ჯონსონის" ზეთი თუ გაქვთ, ან ნებისმიერი ცხიმიანი კრემი, ზეითუნის ზეთიც კი შეგიძლიათ. დაბანის დროს რბილად გაიხეხეთ ეს ადგილი და დაბანის შემდეგ წაისვით ლიმონის და გლიცერინის ხელის კრემი (თითქმის ყველა აფთიაქში იყიდება).
ეს პროცედურა რამდენიმე დღე შეგიძლიათ გააკეთოთ.
მე ფეხზე მქონდა აქერცლილი და ამისთვის მომცა ეს რჩევა, თუმცა ტანის სხვა ადგილებზეც შეიძლება იგივე გააკეთოთ.

Saturday, January 9, 2010

GIGI MEDICAL


გუშინ კანის ექიმმა GIGI MEDICAL Derma clear დამინიშნა. პირველად გავიგე ამ ბრენდის შესახებ და გადავწყვიტე თქვენც გიამბოთ. საკმაოდ დიდი ფასი აქვს და თბილისში მხოლოდ ორ ადგილას იყიდება (აღმაშენებლის და კარგარეთელის ქუჩაზე). პროდუქტი გათვლილია ცხიმიანი და პრობლემური კანისთვის.
ძალიან სასიამოვნო სუნი აქვს... ისრაელში მზადდება 1957 წლიდან. კრემების ანოტაცია არაჩვეულებრივ შედეგს მპირდება, ათი დღით მაქვს დანიშნული და ვნახოთ რა იქნება :)