Showing posts with label ფარმაკოსმეტიკა. Show all posts
Showing posts with label ფარმაკოსმეტიკა. Show all posts

Sunday, December 5, 2010

პილინგი - step 1 კანის გაწმენდა

პილინგების გაკეთება დავიწყე. სავარაუდოდ, 3-4-ჯერ მომიწევს მისვლა კოსმეტოლოგთან. დღეს მხოლოდ გავიწმინდე სახე კრისტალური წმენდის მეთოდით. პროცედურები დაახლოებით 1 საათი გაგრძელდა. თავიდან კარგად გამისუფთავა კანი პურანის (by Biodroga)სახის დასაბანით, შემდეგ წამისვა კრისტალური წმენდის კრემი და ჩამირთო ორთქლი. 15 წუთის მერე კოვზით გამისუფთავა სახე. ამის შემდეგ 15 წუთით კანის დასამშვიდებელი კრემი წამისვა. ბოლოს დარცენვალის მსგავსი პროცედურა გამიკეთა.წარბებიც ამომიღო ზედმეტი რაც მქონდა. ეს ყველაფერი იყო სასიამოვნო მუსიკისა და სახის მასაჟის ფონზე. ძალიან სასიამოვნო პროცედურა იყო.
სახის გაწმენდისა და პილინგის დროს კანის სახლში მოვლას აქვს დიდი მნიშვნელობა. ამისათვის მაქვს პურანის დასაბანი და მედიქ სქინის (by Biodroga)-ის დამატენიანებელი კრემი, რომელსაც კანის აღმდგენი ფუნქცია აქვს, განკუთვნილია მგრძნობიარე კანისთვის და ეფექტურია პილინგების, ეპილაციის და სხვა ესთეტიკური ჩარევების დროს.
ჩემი კოსმეტოლოგი მირჩევს, რომ სახის გასუფთავების შემდეგ, ყოველდღიურად ვიხმარო ტონალური კრემი. მოვერიდო მზეს, მტევრს.
შემდეგ კვირას უკვე გავიკეთებ 30 პროცენტიან პილინგს, შემდეგ - 50 და 70 პროცენტიანებს.

P.S. ერთი სასიამოვნო ინფორმაცია გავიგე დღეს: ვაკის აუზს საახალწლოდ აქვს აქცია - შეგიძლიათ შეიძინოთ აბონიმენტი 240 ლარად (არ შედის შაბათ-კვირა და საღამოს საათები 6 საათის მერე, ნებისმიერ დროს რომ შეძლოთ შესვლა 360 თუ 370 ლარი ღირს). ძალიან მინდა, 1 თვით მაინც ვიარო და იქნებ სანტა კლაუსმა მაინც მაჩუქოს აბონიმენტი :)

Wednesday, April 28, 2010

კოსმეტიკური ნაწარმის ტესტირების ახალი მეთოდები


თუ ვინმემ, ჩემ მსგავსად, ამის შესახებ ჯერ კიდევ არ იცით, გეტყვით, რომ ცხოველებზე კოსმეტიკური ნაწარმის ტესტირების აკრძალვის შესახებ კანონი 2009 წელს შესულა ძალაში. როგორც აღმოჩნდა, დადგენილება ევროპარლამენტმა ჯერ კიდევ 2003 წლის დასაწყისში მიიღო, თუმცა კანონი ძალაში 2009 წელს უნდა შესულიყო. მაშინ ცხოველთა დაცვის ჯგუფი ამბობდა, რომ ევროპაში ყოველწლიურად 38 000 ცხოველი ტესტირების დროს უმიზეზოდ იღუპებოდა. ტოქსინის შემცველი სამი ნივთიერების ტესტირება ძალაში 2013 წლამდე რჩება.
ევროპის მსგავსად, ცხოველებზე ტესტირება ამერიკაშიც აკრძალულა.
რაც შეეხება ცდების ახალ მეთოდებს, კოსმეტიკური ფირმები ამდროისთვის კომპიუტერულად ან ადამიანის უჯრედის ქსოვილებზე აწარმოებენ.

Saturday, January 9, 2010

GIGI MEDICAL


გუშინ კანის ექიმმა GIGI MEDICAL Derma clear დამინიშნა. პირველად გავიგე ამ ბრენდის შესახებ და გადავწყვიტე თქვენც გიამბოთ. საკმაოდ დიდი ფასი აქვს და თბილისში მხოლოდ ორ ადგილას იყიდება (აღმაშენებლის და კარგარეთელის ქუჩაზე). პროდუქტი გათვლილია ცხიმიანი და პრობლემური კანისთვის.
ძალიან სასიამოვნო სუნი აქვს... ისრაელში მზადდება 1957 წლიდან. კრემების ანოტაცია არაჩვეულებრივ შედეგს მპირდება, ათი დღით მაქვს დანიშნული და ვნახოთ რა იქნება :)

Sunday, December 20, 2009

BIODROGA


`ბიოდროგას` კოსმეტიკა საქართველოში ნაკლებად პოპულარულია. შესაძლოა, ამის მიზეზი მისი ფასია. თუმცა თუ ამ ბრენდს ერთხელ მაინც მოიხმართ, მეორედ თანხის გადახდა ნამდვილად აღარ დაგენანებათ და სიამოვნებით დატოვებთ სალაროში თითო პროდუქციაში დაახლოებით 60-80 ლარს.
გერმანული ბრენდი ბიოდროგას ფარმაკოსმეტიკის არაჩვეულებრივი ხაზი აქვს. მე ბოლო ერთი წელია ვხმარობ სახის დასაბან გამწმენდს, ლოსიონს, ტონალურს და ტონალურის ქვეშ წასასმელ კრემს. ჩემთვის ტონალურს მარტო ვიზუალური დანიშნულება არ აქვს, ის კანს წმენდს ზედმეტი რაღაცებისგან და ძალიან კომფორტული მოსახმარია.
ბიოდროგას ისტორია 1939 წელიდან იწყება, როცა ვოლტერ ფრიდმანმა პატარა სალონი გახსნა და წარმოადგინა თავისი ნოვატორული კოსმეტიკა ლაიფციგის ბაზარზე. საბოლოო სახით, ბრენდის პროდუქცია პირველად 1959 წელს შვეიცარიაში კონგრესზე გამოიფინა.
ვოლტერ ფრიდმენის გარდაცვალების შემდეგ, 1970 წელს მისი მეუღლე მარია აუგუსტინი აგრძელებს კომპანიის მართვას ბადენ-ბადენში. მას შემდეგ, ის, თავისი ვაჟის დახმარებით, მართავს ბიზნესს, როგორც წარმატებულ საერთაშორისო ბრენდს.
`ბიოდროგა` მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში ვრცელდება.
www.biodroga.com