Showing posts with label წამწამები. Show all posts
Showing posts with label წამწამები. Show all posts
Saturday, September 22, 2012
წამწამების დაგრძელება
რადგან ტუშის მოხმარება წესიერად ვერ ვისწავლე, გადავწყვიტე წამწამები დამეგრძელებინა. წამწამების დაგრძელების ორი გზაა: კონებით და სათითაო ღერების დაგრძელება. მე ნატალიში გავიკეთე კონებით დაგრძელება. პროცესი უმტკივნეულოა, თუმცა თვალები არ უნდა დამეხამხამებინა და ეს ცოტა უსიამოვნო იყო. სულ 5-5 კონა გავიკეთე, 10-15 წუთი დამჭირდა და 20 ლარი გადავიხადე. საცალო დაგრძელება 1 ცალი 1 ლარი ღირს, თუმცა, როგორც მითხრეს, დიდი დრო მიაქვს.
ჩემი წამწამებმა დაახლოებით 10 დღე უნდა გაძლოს, მთავარია, წყალი არ უნდა მივიკარო. ერთ თვალზე ცოტა მაწუხებს "ერთი კონა წამწამი" :) მაგრამ იმედია, შევეჩვევი :)
Subscribe to:
Posts (Atom)