Showing posts with label აქცია. Show all posts
Showing posts with label აქცია. Show all posts

Sunday, July 3, 2011

სტუდენტური აქცია Bodyline-ში

დღეს Bodyline-დან დამირეკეს და მითხრეს 10 ლარიანი სასაჩუქრე ბარათის და უფასო კონსულტაციის მისაღებად მივსულიყავი. იმის გამო, რომ შეხვედრაზე ვიყავი და ლაპარაკი არ შემეძლო და რომც შემეძლებოდა, ოპერატორი ისეთი სისწრაფით მელაპარაკებოდა, ეჭვი მაქვს ვერ ჩავუგდებდი სიტყვას, საღამოს საიტზე შევედი, რომ მათ მომსახურებას გავცნობოდი და რაიმე პროცედურა დამეგეგმა. საიტზე ასეთ განცხადებას გადავაწყდი:

ზაფხულის დადგომასთან ერთად Bodyline-ი სასიამოვნო სიახლეებს სთავაზობს სტუდენტებს

10 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი ყველა სტუდენტს!
მობრძანდით ჩვენს ნებისმიერ ფილიალში თქვენი უნივერსიტეტის სახელით და მიიღეთ 10 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი და უფასო კონსულტაცია.
ბარათის გამოყენება შეგიძლიათ, როგორც ლაზერულ ეპილაციაზე, ასევე ნებისმიერი სახის კოსმეტოლოგიურ მომსახურებაზე


10 ლარი ბევრი არ არის, მაგრამ როცა ისედაც იკეთებ ეპილაციას, გარკვეული ფასდაკლება ცუდი არ არის, თანაც, როგორც ვიცი, კონსულტაცია ზოგ ცენტრში ფასიანია.

Bodyline-ის მისამართი:

2 კეკელიძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
41 ყაზბეგის გამზირი, თბილისი, საქართველო
ტელ: 306 - 306, 25 25 51, ​​მობ: 874 75 30 70
info@bodyline.ge

Tuesday, June 1, 2010

აქცია სვოჩის და არტ-თაიმის მაღაზიებში


დღეს სვოჩის და არტ-თაიმის მაღაზიებში თუ იყიდით რაიმეს, გაჩუქებენ ამ ნივთის 50%-ის ღირებულების საჩუქარს. მაგალითად, იყიდით 200 ლარიან საათს, გაჩუქებენ 100 ლარიან ნივთს. საჩუქარს თავად ირჩევთ. შეგიძლიათ, საჩუქრის ღირებულებას დაამატოთ და სხვა ნივთი აიღოთ. მე ერთი საათი ავიღე და საჩუქრად სამაჯური მომცეს. აი, ესენია