Showing posts with label ფიტნესი. Show all posts
Showing posts with label ფიტნესი. Show all posts

Sunday, July 1, 2012

დაბრუნება

დიდი პაუზის შემდეგ გადავწყვიტე ბლოგს დავუბრუნდე, მომენატრა აქ პოსტვა. საფრანგეთში ყოფნისას წონის პრობლემა შემექმნა და ისევ დავუბრუნდი დალატო ფიტნეს კლუბს, სადაც თითქმის არაფერი შეცვლილა ერთი წლის მანძილზე, ისევ ისეთი სასიამოვნო გარემოა :)

Wednesday, March 23, 2011

2 კვირა დილატო ფიტნეს კლუბში

ამ ორ კვირაში:
* თავს ვგრძნობ უფრო მსუბუქად;
* მეუბნებიან, რომ გავთხელდი;
* უკეთ გამომდის ვარჯიში და ნაკლებად ვიღლები;
მგონი, ორი კვირისთვის მშვენიერი შედეგია. მთავარია, ორი თვის შემდეგ ამ სიას წონა დაემატოს.ჯერჯერობით წონის მხრივ შედეგს ვერ ვხედავ, ერთი კილოს ფარგლებში ხან მეტი ვარ,ხან ნაკლები.

სამწუხაროდ, მხოლოდ 1–1,5 საათი ვვარჯიშობ. ვიწყებ მუცლის პრესით, ვაკეთებ, დაახლოებით 20 პრესს. შემდეგ განტელებით სხვადასხვა ვარჯიშებს. ამის მერე 25 წუთით რომელიმე ტრენაჟორი, 10 წუთი სირბილი, ისევ რომელიმე ტრენაჟორი იმავე დროით და ისევ სირბილი.სირბილი ძალიან მიჭირს. 2 წუთზე მეტს ვერ დავრბივარ, სიარულზე გადავდივარ 1 წუთით და მერე ისევ სირბილი.

საუნაშიც მიჭირს ზედა საფეხურზე 15 წუთი გაჩერება. ამასწინათ ძალიან მოვინდომე და რომ გამოვედი, თავი ცუდად ვიგრძენი, საერთოდ რეკომენდებულია თითოეულ საფეხურზე 5–5 წუთით გაჩერდება. საუნას რაც შეეხება, ჩემი რჩევით, შესვლამდე მოიხსენით ლითონის რამე თუ გიკეთიათ, ჯვარმა ძალიან დამწვა გული. აუცილებელია იხმაროთ თავსაფარი,რადგან საუნა თმაზე ცუდად მოქმედებს და თმის ცვენას იწვევს. საუნის შემდეგ კარგია კრემების გამოყენება.მე პირადად ამ ლოსიონს ვიყენებ

Tuesday, March 8, 2011

ფიტნესის პირველი დღის შთაბეჭდილებები

ჩემს თავს მშვენიერი სარვამარტო საჩუქარი გავუკეთე – დილატო ფიტნეს კლუბის აბონემენტი ვუყიდე და ვარჯიშიც დავიწყე,თან გმირულად დილის 8–11 საათებში ჩავეწერე,რადგან რეალურად ლექციებისა და მუშაობის მერე ვარჯიშის ენერგია აღარ მექნებოდა.
მართალია,დღეს კლუბში ჩემს საქციელს თამაში უფრო ერქვა ვიდრე ვარჯიში,მაგრამ პირველად მისულის სტატუსი მინდობდა და ტრენერმაც გამაფრთხილა,დღეს და შემდეგზე არ გტვირთავ, მერე აღარ დაგზოგავო..თუმცა უნდა ვაღიარო,რომ ეს "თამაშიც" საკმაოდ დამტვირთველი აღმოჩდა,რადგან ჩემი სხეული ასე მოძრაობას მიჩვეული არაა. საერთოდ,დასაწყისში დატვირთვა საშინელ ტკივილებს იწვევს თურმე, დღეს გამოცდილი გოგოები მიზიარებდნენ.
შემდეგ მისვლაზე საუნასაც დავიწყებ და ვარჯიშს მოვუმატებ.
რაც მთავარია, ძალიან მომწონს დილატო კლუბი, სასიამოვნო გარემოა და ვარჯიშის გაგრძელების მოტივაციას მიჩენს.