Sunday, December 20, 2009

BIODROGA


`ბიოდროგას` კოსმეტიკა საქართველოში ნაკლებად პოპულარულია. შესაძლოა, ამის მიზეზი მისი ფასია. თუმცა თუ ამ ბრენდს ერთხელ მაინც მოიხმართ, მეორედ თანხის გადახდა ნამდვილად აღარ დაგენანებათ და სიამოვნებით დატოვებთ სალაროში თითო პროდუქციაში დაახლოებით 60-80 ლარს.
გერმანული ბრენდი ბიოდროგას ფარმაკოსმეტიკის არაჩვეულებრივი ხაზი აქვს. მე ბოლო ერთი წელია ვხმარობ სახის დასაბან გამწმენდს, ლოსიონს, ტონალურს და ტონალურის ქვეშ წასასმელ კრემს. ჩემთვის ტონალურს მარტო ვიზუალური დანიშნულება არ აქვს, ის კანს წმენდს ზედმეტი რაღაცებისგან და ძალიან კომფორტული მოსახმარია.
ბიოდროგას ისტორია 1939 წელიდან იწყება, როცა ვოლტერ ფრიდმანმა პატარა სალონი გახსნა და წარმოადგინა თავისი ნოვატორული კოსმეტიკა ლაიფციგის ბაზარზე. საბოლოო სახით, ბრენდის პროდუქცია პირველად 1959 წელს შვეიცარიაში კონგრესზე გამოიფინა.
ვოლტერ ფრიდმენის გარდაცვალების შემდეგ, 1970 წელს მისი მეუღლე მარია აუგუსტინი აგრძელებს კომპანიის მართვას ბადენ-ბადენში. მას შემდეგ, ის, თავისი ვაჟის დახმარებით, მართავს ბიზნესს, როგორც წარმატებულ საერთაშორისო ბრენდს.
`ბიოდროგა` მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში ვრცელდება.
www.biodroga.com

No comments:

Post a Comment