Saturday, December 26, 2009
სუნამოს შენახვა-გამოყენების წესები
ადამიანების უმეტესობა ახალ წელს საჩუქრად სუნამოს იღებს. ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები საშუალებას მოგცემთ თქვენი საჩუქარი დიდხანს და კომფორტულად მოიხმაროთ...
როგორ შევინახოთ პარფიუმერია?
სუნამოების შენახვის ვადა
საშუალოდ, გაუხსნელი სუნამოების შენახვის ვადა 3 წელია, ხოლო გახსნის შემდეგ ის 6-18 თვემდე მცირდება. თუმცა, შენახვის წესების დაცვის გარეშე, სუნამო შეიძლება 1 კვირაშიც გაფუჭდეს. როგორ ავიშოროთ თავიდან ასეთი უსიამოვნო სიურპრიზი? უპირველეს ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ პარფიუმერიას 3 დაუძინებელი მტერი ჰყავს: შუქი, სითბო და ნესტი. ისინი არღვევენ სუნამოს ფორმულას და აფუჭებენ მას. იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, სუნამო შეინახეთ თავისსავე კოლოფში, სითბოსა და სინათლისგან რაც შეიძლება შორს! არავითარ შემთხვევაში არ შეინახოთ სუნამოები აბაზანაში. ყველაზე საუკეთესო ადგილია კომოდის უჯრა, რომელსაც იშვიათად იყენებთ.
სუნამოს გამოყენების წესები
სუნამო უნდა დაიპკუროთ სუფთა, მშრალ კანზე (ყურის უკან, პულსაციის ადგილებში, მკერდის ქვეშ, იდაყვის მოხრის ადგილში, მუხლის უკანა ღრმულში). როგორც კოკო შანელი ამბობდა, ”სუნამო უნდა დაიპკუროთ სწორედ იქ, სადაც კოცნას მოელით”. ხანდახან შეგიძლიათ დაიპკუროთ თმაზეც, თუკი მათი გამოშრობის არ გეშინიათ. ტანსაცმელზე სუნამოს დაპკურება რეკომენდირებულია მათთვის, ვინც მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგიულია. სუნამოს არომატი სრულად მხოლოდ კანთან კონტაქტისას იშლება, ასე რომ - ქსოვილზე დაპკურებით სულ სხვა ეფექტს მიიღებთ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ტანსაცმელზე სუნამომ, სურნელოვან კვალთან ერთად, შესაძლოა ლაქაც დატოვოს. თუკი მზეზე ყოფნა გიწევთ, დამწვრობის თავიდან აცილების მიზნით, გირჩევთ გამოიყენოთ თქვენი სუნამოს უალკოჰოლო ვარიანტი.
წყარო: ICI PARIS
Subscribe to:
Post Comments (Atom)
რა ცუდია რომ ამ ბლოგის შესახებ არ ვიცოდი შარშან:(
ReplyDeleteჩემი სუნამოები მოვათავსე პირდაპირ აბაზანაში, პირდაპირ გამათბობელის გვერდით! მეტი რა უნდოდა, ზუსტად და მალევე "აიჭრა" სუნამოც:))