Friday, February 12, 2010

დიზაინერი ალექსანდრ მაკქუინი გარდაცვლილი იპოვეს

საკულტო ბრიტანელი დიზაინერი ალექსანდრ მაკქუინი ლოდნოში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
The Daily Mail-ის ცნობით, 40 წლის მოდელიორმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ოფიციალური ვერსიით თავი ჩამოიხრჩო.
თვითმკვლელობასთან დაკავშირებით ბრიტანულ პრესაში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება.
ერთი ინფორმაციის თანახმად, მაკქუინის თვითმკვლელობას ნარკოტიკებს უკავშირებენ, მეორე ვერსიით, მან დედის სიკვდილი ვერ გადაიტანა.
ალექსანდრ მაკქუინი ლონდონში 1969 წელს დაიბადა. კაბების შეკერვა მან ადრეულ ასაკში, თავისი დებისთვის დაიწყო და ამ დროსვე გამოთქვა სურვილი გამხდაიყო მოდის დიზაინერი.
მის კლიენტებს შორის ცნობილი ადამიანები და პოლიტიკოსები არიან. მათ შორის საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი გორბაჩოვი და დიდი ბრიტანეთის პრინცი ჩარლზი.
მოდის სამყარო ალექსანდრ მაკქუინის გარდაცვალებას უდიდეს დანაკლისს უწოდებს.

წყარო: ipn.ge
ka.wikipedia.org

2 comments:

  1. :( მიყვარს მისი შემოქმედება. ძალიან დამწყდა გული. პოსტი მეც მივუძღვენი.

    პ.ს. ალექსანდრ მაკქუინი ჩემს ბლოგზე
    http://brandkitchen.blogspot.com/2010/02/blog-post_16.html

    ReplyDelete
  2. როგორ მიყვარდა :<

    ძალიან მომწონდა მისი სტილი :<
    და
    სუნამოები განსაკუთრებით :<

    ReplyDelete