ჩემმა ფრჩხილებმა ვერ აიტანეს გაზრდა და დამეწყო დამტვრევა. თქვენც გაგიზიარებთ რჩევებს, რაც მე მომცეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
1. ზღვის მარილის აბაზანები _ ზღვის მარილი ყველა აფთიაქში იყიდება, მე 'ავერსში' ვიყიდე, 'დოლივას' მარილი, 7 ლარი ღირდა. ძალიან სასიამოვნო სუნი აქვს.
2. იოდი _ საღამოს ლაქმოცილებულ ფრჩხილზე წაისვით ბამბით ძილისწინ, წყალთან შეხება რომ აღარ მოგიწიოთ. თავიდან ყვითელი იქნება, მაგრამ დილას ჩველებრივ თეთრი ფრჩხილები დაგვხვდებათ. ეს უნდა გააკეთოთ კვირაში ერთხელ.
იოდი 50 თეთრი ღირს აფთიაქებში :)
3. ლიმონი _ გაჭერით ლიმონი და ჩადეთ თითები.
ასევე კარგი დაშუალებაა ფრჩხილის დამცავი, რომელიც კალციუმს შეიცავს. ორიფლეიმს აქვს როგორც ვიცი. 7 ლარი ღირს. დამცავი ლაქის ქვეშაც შეგიძლიათ წაისვათ და ლაქის გარეშეც.
მე მგონი ჩემმა მკურნალობამ გაჭრა, საგრძნობლად მაქვს ფრჩხილები გამაგრებული.p.s.
ფრჩხილების გასამაგრებლად ვიყიდე ლაქი ORLY-ის, nail builder with Calcium აწერია. 9 ლარი ღირდა ვაგზალთან კოსმეტიკის მაღაზიები როა, მანდ.
ზღვის მარილი მეც მირჩიეს აფთიაქში, არცთუ ხშირად, მაგრამ ვაკეთებ, ყოველთვის ლაქის მოცილება მეზარება.
ReplyDeleteჰოდა, მგონი ცოტა მიშველა. ნუ, კვნეტით და შემდეგ ხელოვნური ფრჩხილების ტარებით განადგურებულის პირობაზე მგონი მშვენივრად გამოიყურება :D
Katieé.Ge
ReplyDeleteმეც ასე მეზარება ხოლმე ლაქის მოცილება, უფრო სწორად, მენანება, ძირითადად სალონში ვიკეთებ და ერთი კვირა მაინც თუ არ გავიდა და არ გაფუჭდა, არ ვიშორებ :) ერთი თვე შევწყვიტე გაკეთება და მაშინ ვმკურნალობდი ფრჩილებზე და ნამდვილად მაქვს შედეგი, საგრძნობლად გამიმაგრდა.