დღეს მესამე და ამ ეტაპზე ბოლო პილინგი გავიკეთე. პროცედურა იგივე იყო, რაც წინაზე, ამიტომ აღარ აღვწერ, უბრალოდ დღეს მჟავა უფრო დიდხანს, 10 წუთს გავიჩერე. მჟავის მოცილების დროს გამეხილა თვალები და საშინლად დამეწვა თვალები, დავპანიკდი, მეგონა მხედველობა დავკარგე, ისე მეწვოდა :) მაგრამ როგორც იქნა, გავიმშრალე და გამიარა ცოტა ხანში. თქვენც თუ ასე დაგემართათ, არ ინერვიულოთ, საშიში არ არის.
წინა პროცედურის შემდეგ წვრილი გამონაყარი და ნიკაპის გარშემო და ტუჩებზე ცოტათი დამწვარი კანი რამდენიმე დღეს დამრჩა, გუშინ და დილას უკვე სულ გადაწმენდილი კანი მქონდა. სავარაუდოდ, რამდენიმე დღე ახლაც დამჩება სახეზე პრობლემები, მაგრამ უკვე აღარ მეშინია :)
დღეს ჩემმა კოსმეტოლოგმა გამიკეთა არაჩვეულებრივი მასაჟი ზურგზე, გულ-მკერდსა და სახეზე. ძალიან სასიამოვნო პროცედურა იყო. ყველა მისვლაზე კიდევ უფრო მიყვარდება ეს ქალი :))))
დღეს ისევ დამწვარი მაქვს და რამდენიმე ადგილას დასისხლიანებულიც :(
ReplyDeleteდღე მესამე - ისევ დამწვრობა და ცოტა გამონაყარი :(
ReplyDeleteდღე მეოთხე - დამწვრობამ გამიარა, ახალი კანი შესამჩნევი გახდა, ცოტა სიწითლე დამრჩა დამწვარ ადგილებში.
ReplyDeleteეხლა როგორ გაქვს სახის კანი?
ReplyDeleteმე-5 თუ მე-6 დღეს გამიარა ყველაფერმა :)
ReplyDeletemainteresebs, tu icit es procedurebi problemur (akne gamonakrian) kanze tu ketdeba
ReplyDeleteროგორც ვიცი, გამონაყარზე პილინგს არ აკეთებენ.
Delete