თმის ფერის შეცვლა ან რამით გახალისება დიდი ხანია მინდოდა და ვერ ვბედავდი. ამასწინათ ჩემს ჯგუფელს თმაზე ხნა დაედო და გადავწყვიტე მეც ეს მეთოდი მეცადა.
ხნით შეღებვა საკმაოდ უსიამოვნო პროცესი აღმოჩნდა სახლის პირობებში. მიღებული მასა იყო ძალიან არაკომფორტული გადასანაწილებელი თმაზე, ტანსაცმელიც მოვსვარე და მთელი სააბაზანო ოთახიც.
წასმის მერე თავი თბილად შევიხვიე და ერთი საათი გავიჩერე. მოცილება იყო ძალიან რთული. ქვიშასავით რაღაცები ძლივს მოვიშორე სავარცხლით.
შედეგი ცუდი არ არის, მზეზე ლამაზად ბზინვარებს. ხნას აქვს სამკურნალო თვისებები და თმას აჯანსაღებს.
ხნა (ინა) ყვავილოვანი მცენარია და სხეულის, თმის, ტყავის და ხის შესაღებად ბრინჯაოს დროიდან გამოიყენება.
გამყიდველების თქმით, დღეს ხნა თბილისში საკმაოდ პოპულარული ყოფილა. ზუსტად არ ვიცი რატომ, მაგრამ დეფიციტურია თბილისში და ბევრი ძებნა მომიწია. დეფიციტურობამ ფასიც გაზარდა, ერთი 80 თეთრად ვიყიდე ვაგზლის ბაზრობაზე, მეორე – 2.80–ად ვაგზალთან პარფიუმერულ მაღაზიებში, არადა, ცოტა ხნის წინ თითქმის ყველგან იშოვიდით, თანაც 80 თეთრად.
იყიდება წითელი და უფერო ხნა. თუმცა, როგორც ვიკიპედიაში წერია, ხნა მხოლოდ წითელ ფერს ტოვებს, უფერო და შავი ხნა სხვა ნივთიერებისგანაა დამზადებული ან ხნას აქვს სხვა რამ შერეული.
მოხმარების მსურველებმა გაითვალისწინეთ, რომ ხნა სუფთა, ახალდაბანილ თმაზე უნდა წისვათ, ჯერ კიდევ ნესტიანზე. ხნის მოხმარების შემდეგ კი 6 თვე ქიმიური საღებავი არ წაისვათ.
კარგია ნი, მე მომწონს. მეც თავისდროზე კმაყოფილი ვიყავი ხნით. უბრალოდ, შემდეგ მალევე მომინდა თმის შეღებვა)) შენც მაგ გზაზე დგახარ))
ReplyDeleteარა, თმის შეღებვა არ მინდა :)
ReplyDeleteჭაღარებს ღებავს ხომ არ იცი? როოგრი წითური გამოდის შედეგად?მე მუქი ყავისფერი თმა მაქვს და ღებვისგან დაზიანებულიც. ხნა ნეტა კარგი გამოსავალი იქნებოდა ჩემთვის?
ReplyDeleteროგორც ვიცი, ჭაღარას არ ღებავს, სტაფილოსფერ ფერს აძლევს. თმის ხარისხს რაც შეეხება, მე მგონია, რომ ძალიან მოუხდა ჩემს თმას, დამირბილა და უფრო ჯანმრთელი იერი მისცა :)
ReplyDeleteსულ მიკვირდა ინდოეთში მოგზაურობისას ეს ბაბუები სტაფილოსფრად თმას რატომ და როგორ იღებავენ-თქო. ეხლა მივხვდი - ხნას ისმევდნენ მთლიანად თეთრ თმაზე და იმიტომაც იყვნენ მყვირალა სტაფილოსფრები:)) ესეიგი მე მე ხნას ვერასოდეს მოვსინჯავ:/ კარგია რომ შენ დაგირბილა და თმას უკეთესი იერი მისცა!
ReplyDeleteგასამუქებლად ხნას ურევენ ბასმას. ეგეც მცენარეულია და შავად ღებავს. ადრე ორივე თავისუფლად იყიდებოდა. ახლა არ ვიცი. მე არ მიცდია. დედა იღებავდა ადრე.
Deleteჭაღარას ღებავს?
Deleteშეიძლება ჭაღარისთვისაც იყოს რამე ბუნებრივი საშუალება, მაგრამ მე არ ვიცი :(
ReplyDeleteikneb vnmem mitxrat tamden xanshi gadadis? me shavi xna davide da sahinlad gamishavda adre rom videbdi ar ashavebda da metki didxans gavicherebtko da exla sahinlad gashvda da rodis gadava ?:((((((((
ReplyDeleteდაახლოებით ორ თვეში გადამივიდა, თუმცა ბოლოს უკვე იმდენად ახლოს იყო ჩემს ბუნებრივ ფერთან, კარგად ვერ ვიგრძენი გადასვლა :)
ReplyDeleteისე, რამდენიმე დაბანაში უკვე კარგავს ძალიან მკვეთრს ფერს.
როგორც ვიცი, შავი ხნა არ არსებობს, ხნას რაღაცას ურევენ შავი ფერის მისაღებად.
mshral tmaze unda waisva tu dabail svel tmaze??
ReplyDeleteძალიან მყვირალა სტაფილოსფერი გამოდის ხნით შეღებილი???
ReplyDeletevagzalze daaxloebit sad iyide?
ReplyDeletevagzalze daaxloebit sad iyide?
ReplyDeleteალერგიული ვარ და ხნით შეღებვა საშიშია?
ReplyDeleteqera xna kargad jdebaa?
ReplyDeleteთმა წითლად მაქვს შეღებილი და მინდა გავიქერაო,როგორ გავიცალო ეს. ფერი ხომ არ იციითთ? :-(
ReplyDeleteთმა წითლად მაქვს შეღებილი და მინდა გავიქერაო,როგორ გავიცალო ეს. ფერი ხომ არ იციითთ? :-(
ReplyDeleteqera xna kargad shegebavs tmaas
ReplyDeleteშავი,შეუღებავი თმა რომ ცოტა გააღიავოს რა ფერი ხნა უნდა წავისვა?
ReplyDeleteRamdenad epeqturiiqneba qera tmaze shavi xnis dadeba?
ReplyDeleteshavi xna madevs da xomaricit rogor unda movishoro ??
ReplyDeleteshavi xna mmadevs tmebze da rogor movishoro xomar icit
ReplyDeleteმეც მინდა დავერ გავარკვიე თუ როგორ შორდება
Deleteსად ვიყიდო ხნა და ბასმა
ReplyDeleteიქნებ ვინმემ დამეხმაროთ, როგორ მოვიშორო თმიდან ხნა ?🤍🥺
ReplyDeleteThank You and that i have a dandy offer you: House Renovation What To Do First home renovation jobs near me
ReplyDelete