Monday, January 11, 2010
Hairhaus 2
ფრჩხილების გაკეთება დავიწყე ადამიანურად, მომილოცეთ! სურათზე კარგად არ ჩანს, მე ძალიან კმაყოფილი ვარ. Hairhaus-ში გავიკეთე. გაკეთებამდე ერთკვირიანი მოსამზადებელი პერიოდი გავიარე, ჯერ იარაღები ვიყიდე, მერე ფრჩხილები ცოტა გავიზარდე, ცუდად მქონდა დაჭრილი. ეკამ კიდევ იყოჩაღა და რაღაც ფორმა მისცა. ნელ-ნელა დავხვეწავო, დამანუგეშა... ერთ კვირაში უნდა მივიდე და ველოდები როდის გავა ეს დრო... თვითონ გაკეთების პროცესი იყო ძალიან სასიამოვნო. ეკამ ისე გამიკეთა, სისხლი საერთოდ არ წამომსვლია და არც მტკენია. ჯამში, სადაც ხელს ვყოფთ, საყვარელი პატარა ბურთულები ეყარა, ერთი განსაკუთრებით მომეწონა და ეკა სახლში მატანდა, აქ იყოს და ჩემი იყოს-მეთქი, დავტოვე :))) თითქმის ერთი საათი ვიჯექი, რადგან პირველად ვიკეთებდი და თან რამდენჯერმე ტელეფონზე დამირეკეს და შევაწყვეტინე, მოკლედ, ისე გავიდა დრო, ვერც ვიგრძენი.
ძალიან სასიამოვნო გარემოა თვითონ სალონში, სისუფთავე, რაც მთავარია. ჯამში, სადაც ხელს ვყოფთ ფრჩხილების გაკეთებისას, პარკი იყო ჩაფენილი და წყალი ისე ესხა. ერთი-ორჯერ სხვაგან, მეტ-ნაკლებად პრესტიჟულ სალონში გავიკეთე და იქ პირდაპირ ჯამში ჩამაყოფინეს თითები. მოკლედ, თუ ვინმე ხართ დარჩენილი, ვინც ჯერ არ ყოფილხართ Hairhaus-ში, აუცილებლად ეწვიეთ, არ ინანებთ!
Subscribe to:
Post Comments (Atom)
კომენტარების სისტემაში რაღაცები შევცვალე და იმედია, პრობლემა აღარ იქნება...
ReplyDeleteნუ ძალიიან ტენდენციური გახდა ეს სალონი.
ReplyDeleteტენდენციურობაში რას გულისხმობთ?
ReplyDelete