Friday, January 15, 2010
პირველი პომადა და სასაჩუქრე ბარათი
გუშინ პირველად მაჩუქეს ისი-პარის 100-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი და დღეს დილითვე წავედი მაღაზიაში. კონკრეტულად არ მქონდა გადაწყვეტილი რისი ყიდვა მინდოდა, დაახლოებით კი ვფიქრობდი, რომ კოსმეტიკა იქნებოდა, რადგან სუნამოები მაქვს რამდენიმე და მაინც არც ერთს არ ვხმარობ ხშირად. ბოლო დროს მომინდა, რომ მქონდეს პომადა, აქამდე არასოდეს მიხმარია, მარტო ბლესკები მქონდა და მასაც იშვიათად ვისვამდი. პომადა დიდი გოგოების საგანი მეგონა, ეტყობა დიდი გოგო გავხდი :) ვიყიდე 1 სრულფასოვანი პომადა და ორი მოპომადო ელემეტი, უფრო ბალზამებია, ერთის დიზაინი მომეწონა და ერთის - სუნი :) სამივე ვარდისფერი, კიდევ სახის დასაბანი და ჩემი დისთვის ტონალური კრემი. სამწუხაროდ, ფასდაკლება დასრულებული დამხვდა და ფულის დამატება მომიწია, მაგრამ არაუშავს, უფრო დიდი ნაწილი მაინც უფასოდ წამოვიღე.
კარგი რამეა უფასოდ რომ არჩევ, კიდევ არ ვიტყოდი უარს :)
არ ვიცი მეჩვენება თუ მართლა საგრძნობლად გაზრდილია ისი-პარიში ფასები, დაახლოებით მახსოვს რაში რამდენი მაქვს გადახდილი წინა წლებში და წელს იგივე პროდუქტებს ბევრად დიდი ფასები ედო.
ხო, კიდევ, გათამაშების ბილეთები გუშინ გამიხდა 12 ცალი და პეჟოს მოგება წელსაც მინდა :)
Subscribe to:
Post Comments (Atom)
ჰო, მეც პომადებსაც და ბლესკებსაც პირველ რიგში, სუნით ვაფასებ ხოლმე : )
ReplyDeleteNail-Art-ზე დაპირებული პოსტი გავაკეთე და შეგიძლია ნახო :)