Wednesday, January 12, 2011

წარმატებული ქართველი კოსმეტიკის ბიზნესში

ჟურნალ LIVE-ს ამ ფოტოზე გამოსახული წყვილი არჩილ გურიელი-ჭყონია (Prince Artchil Gourieli-Tchkonia ) და მისი მეუღლე ელენა რუბინშტეინი (Helena Rubinstein) კოსმეტიკის ბიზნესში წარმატებული წყვილია. ჭყონია ამერიკაში ემიგრაციაში 1937 წელს წავიდა. იქ მან პოლონელი კოსმეტიკის წარმატებული მწარმოებელი ელენა გაიცნო. 1938 წელს წყვილმა იქორწინა. ჭყონია ელენზე 23 წლით უმცროსი იყო. წყვილმა Gourelli Apothecary დაარსა, რომელსაც ქალის და მამაკაცის ძვირადღირებული კოსმეტიკური ხაზი ჰქონდა. მისი პარფიუმერია ჭყონიას სიკვდილის მერეც პოპულარული იყო.
ელენის კოსმეტიკის შესახებ ინტერნეტში უამრავი ინფორმაციის მოძიება შეიძლება, მისი ქართველი მეუღლის შესახებ კი არაფერი წერია. მათ შესახებ დღეს გავიგე.თუ ვინმემ რამე იცით ჭყონიას საქმიანობაზე კოსმეტიკის ბიზნესში, არ დაიზაროთ და გამიზიარეთ.


2 comments:

  1. ქართველმა მამაკაცებმა ფრიად გაითქვეს თავი იმით, რომ მდიდარ ქალებს აბამდნენ და ლოველასობდნენ. როგორც წესი ყველა ეს ქართველი მამაკაცი იყო "პრინცი". :)
    ასეთია ბატონი ჭყონიაც.
    კიდევ იყო ეგეთი "პრინცი" დავით მდივანი, რომელიც ჰოლივუდში ტრიალებდა და რამდენიმე ცნობილი ამერიკელი მსახიობის საყვარელი იყო და რომელიღაცის ქმარიც. არ მახსოვს ახლა რომლის. :)

    ბევრად უფრო ფასეული პიროვნება კოსმეტიკაში არის გიორგი მაჩაბელი, რომელმაც საკუთარი ცოდნით (ქიმიკოსი იყო) და ფულით დაარსა პარფიუმერული Prince Matchabeli ხაზი, რომელიც ნახევარ მილიონად გაყიდა შემდეგ (იმ დროისთვის ძალიან კარგი ფასი იყო). დღემდე გამოდის.

    ReplyDelete
  2. დავით მდივანი თქვენგან გავიგე პირველად, მაჩაბელი კი ვიცოდი და ვაპირებ, რომ დავწერო მასზე. ერთ-ერთ საიტზე არასწორად ეწერა, რომ ჭყონია უშვებდა "პრინც მაჩაბელს", მერე ცოტა მეტი რომ წავიკითხე, აღმოვაჩინე, რომ ეს სწორი არ იყო.

    ReplyDelete