"Hairhaus" ცოტა ხნის წინ ამ სალონთან ურთიერთობის ერთი წელი შემისრულდა. აქ ვიკეთებ ყველაფერს, თუმცა ყველაზე აქტიურად მაინც ფრჩხილებს. დაახლოებით 10 დღეში მჭირდება გაკეთება, თუმცა ლაქი, ფრჩხილებზე მზურველმა ქალმა 3-4 დღეში უნდა მოიცილოს, მაგრამ უნდა გავამხილო, რომ ისე ხარისხიანად აკეთებენ მანიკურს, უმეტესად ახალ გაკეთებამდე მაქვს ხოლმე დატოვებული, რადგან საერთოდ არ ფუჭდება, თუ არ მოვინდომე და სულ წყალში არ მქონდა ხელი :)
თანაც ლაქის ქვეშ დამცავს უსვამენ, აქვთ ხარისხიანი და განსაკუთრებით ხარისხიანი ლაქები,ხატავენ ულამაზესად, რაც მთავარია, ნახატის გაკეთება მანიკურს ფასს არ მატებს. შენ თვალწინ ასტერილებენ და იარაღები აბსოლუტურად უსაფრთხოა, რისთვის ვიყიდე ჩემი იარაღები არ ვიცი, ტყუილად მიდევს სახლში, მაინც სალონის იარაღებით ვსრაგებლობ. ჰოდა, მეტი რა უნდა უნდოდეს მანიკურის მოყვარე ქალს :) მეც დავდივარ და ვიკეთებ :)
ჩემთვის მანიკურის გაკეთება უდიდესი სიამოვნებაა, რომელიც ულამაზეს შედეგს ტოვებს და ქალს ქალურობას და თავდაჯერებულობას მატებს. მიჩენს თავის მოვლის სურვილს და მახალისებს.
ერთი წლის განმავლობაში ჩემი ფრჩხილები იმდენად ლამაზი და განსხვავებული იყო, ფოტოებს ვუღებდი და ახლა სიამოვნებით ვიხსენებ ყველას :) რამდენიმე ნახატიანს თქვენც განახებთ. ფრჩხილებისთვის სურათის გადაღება რთული საქმეა, ამიტომ მთლად ხარისხიანი არ გამოდის ხოლმე, მთავარია დაახლოებით ჩანს როგორია...
დღევანდელით დავიწყებ.

შეაფასეთ და გამოთქვით აზრი:)
ყველა აქებს ამ სალონს.. ისე, ფასებიც რომ დაწეროტ ხოლმე, არ იქნებოდა ურიგო :P
ReplyDeleteრისი ფასი გაინტერესებთ კონკრეტულად? მანიკური 7 ლარი ღირს, მხოლოდ ლაქის გადასმა 2 ლარი. ის უკვე იცით რომ დაგროვებითი ბარათი აქვთ და ასევე სპეციალური ფასდაკლებები?
ReplyDeleteძალიან სასიამოვნო სალონია, შინაურულად იგრძნობთ თავს და განსაკუთრებულად :)
რა საინტერესოა ერთ სურათზე ერთი ხელზე შავი მანიკური გისვია და მეორეზე ღია კრემისფერი. ეს სპეციალურად არის თუ სხვისი ხელია?:)
ReplyDeleteAMagazine
ReplyDeleteკი, ერთი ხელი ჩემია, მეორე ჩემი დის :) ფრენჩიანი ვარ მე :)
აა:)) ძალიან კარგია:) მომწონს.
ReplyDelete