Tuesday, March 8, 2011

ფიტნესის პირველი დღის შთაბეჭდილებები

ჩემს თავს მშვენიერი სარვამარტო საჩუქარი გავუკეთე – დილატო ფიტნეს კლუბის აბონემენტი ვუყიდე და ვარჯიშიც დავიწყე,თან გმირულად დილის 8–11 საათებში ჩავეწერე,რადგან რეალურად ლექციებისა და მუშაობის მერე ვარჯიშის ენერგია აღარ მექნებოდა.
მართალია,დღეს კლუბში ჩემს საქციელს თამაში უფრო ერქვა ვიდრე ვარჯიში,მაგრამ პირველად მისულის სტატუსი მინდობდა და ტრენერმაც გამაფრთხილა,დღეს და შემდეგზე არ გტვირთავ, მერე აღარ დაგზოგავო..თუმცა უნდა ვაღიარო,რომ ეს "თამაშიც" საკმაოდ დამტვირთველი აღმოჩდა,რადგან ჩემი სხეული ასე მოძრაობას მიჩვეული არაა. საერთოდ,დასაწყისში დატვირთვა საშინელ ტკივილებს იწვევს თურმე, დღეს გამოცდილი გოგოები მიზიარებდნენ.
შემდეგ მისვლაზე საუნასაც დავიწყებ და ვარჯიშს მოვუმატებ.
რაც მთავარია, ძალიან მომწონს დილატო კლუბი, სასიამოვნო გარემოა და ვარჯიშის გაგრძელების მოტივაციას მიჩენს.

6 comments:

  1. მაინც რას აკეთებდიი? ანუ როგორ თამაშობდიი?:))) ძნელია?

    ReplyDelete
  2. ჩემთვის ძნელი იყო, განტელები, პრესები, მხრების ვარჯიშები, ხელის, ფეხების :))

    ReplyDelete
  3. ვარჯიში ფანტასტიურია. ამაზე უკეთესს საჩუქარს თავს ვერ გაუკეთებდი. ისე ნებისმიერი დატვირთვა (ახალი მოძრაობები, ან წონის გაზრდა ტრენაჟორებზე, ან სიხშირის მომატება) კუნთების ტკივილს იწვევს. რა მაინტერესებს კარდიოსაც დაგიმატებს (სირბილი, ველოსიპედი, ა.შ) ტრენერი თუ მხოლოდ weight training-ს და ვარჯიშებს გაგაკეთებინებს?

    ReplyDelete
  4. AMagazine

    თუ შევძელი, გამაკეთებინებს.
    დღეს დილიდან მხრები, ხელები და მუცელი მტკივა. იმედია, მალე გამივლის.

    ReplyDelete
  5. ყველაფერს შეძლებ!!! ტენისს პროფესიონალურ დონეზე ვთამაშობდი, შეჯიბრებებით და დღეში მთლიანად 4-5 საათი ვარჯიშობდი. 11 წელია უკვე დავანებე თავი და მას მერე არც მივარჯიშია, მხოლოდ ცურვა. შარშან ივნისში დავიწყე სირბილი ამდენი წლების მერე და 3 წუთი სირბილის მერე თუ გული არ ამომივარდბეოდა და გული არ წამივიდოდა არ მეგონა. საშინლად დამეხვა დავბრუ და გულისრევის შეგრძნება მქონდა. ასე გამიგრძელდა პირველი 3 კვირა როცა ვამატებდი სირბილის დროს. ეხლა 40 წუთი შემილია ვირბინო. და მაისში 5 კილომეტრიან მარათონში გამოვდივარ! ყველაფერს დრო უნდა. ჯობია ნელ-ნელა გაზარდო დატვირთვა. სად გექჩარება. თან მიეჩვები ვარჯიშს და ვეღარ დაანებებ თავს:)
    აბა შენ იცი. დაწერე ხოლმე როგორ წავა პროგრესი!

    ReplyDelete
  6. anosmagazine
    ყოჩაღ შენ! წარმატებები! მე სირბილი ძალიან მიჭირს. აი, ჩემი ახალი პოსტი ფიტნესურ ამბებზე :)))
    http://brotseuli.blogspot.com/2011/03/2.html

    ReplyDelete