Wednesday, March 23, 2011

2 კვირა დილატო ფიტნეს კლუბში

ამ ორ კვირაში:
* თავს ვგრძნობ უფრო მსუბუქად;
* მეუბნებიან, რომ გავთხელდი;
* უკეთ გამომდის ვარჯიში და ნაკლებად ვიღლები;
მგონი, ორი კვირისთვის მშვენიერი შედეგია. მთავარია, ორი თვის შემდეგ ამ სიას წონა დაემატოს.ჯერჯერობით წონის მხრივ შედეგს ვერ ვხედავ, ერთი კილოს ფარგლებში ხან მეტი ვარ,ხან ნაკლები.

სამწუხაროდ, მხოლოდ 1–1,5 საათი ვვარჯიშობ. ვიწყებ მუცლის პრესით, ვაკეთებ, დაახლოებით 20 პრესს. შემდეგ განტელებით სხვადასხვა ვარჯიშებს. ამის მერე 25 წუთით რომელიმე ტრენაჟორი, 10 წუთი სირბილი, ისევ რომელიმე ტრენაჟორი იმავე დროით და ისევ სირბილი.სირბილი ძალიან მიჭირს. 2 წუთზე მეტს ვერ დავრბივარ, სიარულზე გადავდივარ 1 წუთით და მერე ისევ სირბილი.

საუნაშიც მიჭირს ზედა საფეხურზე 15 წუთი გაჩერება. ამასწინათ ძალიან მოვინდომე და რომ გამოვედი, თავი ცუდად ვიგრძენი, საერთოდ რეკომენდებულია თითოეულ საფეხურზე 5–5 წუთით გაჩერდება. საუნას რაც შეეხება, ჩემი რჩევით, შესვლამდე მოიხსენით ლითონის რამე თუ გიკეთიათ, ჯვარმა ძალიან დამწვა გული. აუცილებელია იხმაროთ თავსაფარი,რადგან საუნა თმაზე ცუდად მოქმედებს და თმის ცვენას იწვევს. საუნის შემდეგ კარგია კრემების გამოყენება.მე პირადად ამ ლოსიონს ვიყენებ

4 comments:

  1. კვირაში რამდენჯერ დადიხარ ?

    ReplyDelete
  2. კვირაში 3–ჯერ

    ReplyDelete
  3. ძალიან კარგია. ყოჩაღ!!! მიხარია! კარგია რომ ვარჯიშს განტელებით, პრესებით იწყებ, უფრო უწყობს თურმე ხელს ცხიმის წვას და გახდომას. ამის შესახებ აუცილებლად დავწერ პოსტს. ბევრ გოგოებს ეშინია ვარჯიშის, რადგან გგონია კუნთებს "დაიყენებს". ჯერ ეს ერთი ქალებს მაგდები ტესტოსტერონი სად გვაქვს და მერეც კი ეხლა 100 კილოაინ გირებს ხომ არ ვეზიდებით?:)

    საუნა არ არის იოლი, და მემგონო ნელ ნელა უნდა გაზარდო დრო და 15 წუთი აშკარად ბევრია დამწებისთვის. თან აშკარად ცუდად გახდი. გირჩევ ინტერნეტში მოიძიო ინფორმაცია და შესაბამისად დაგეგმო საუნის ვიზიტები.

    ძალიან მომწონს შენი ფიტნეს განრიგი და ასე გააგრძელე.

    ReplyDelete
  4. anosmagazine

    მე ცოტა დაკუნთული მკლავებიც მომწონს. თხელი და ოდნავ დაკუთნული იდეალურია. მე 1,5 განტელებით ვვარჯიშობ, წინა მისვლაზე 4 კილოიანზე მინდოდა გადასვლა და ინსტრუქტორმა არ მირჩია.

    საუნაში ყველაზე ცუდ ადგილას ვიწექი, ქვების მხარეს და მაღლა :) როცა ვანაწილებ დროს სხვადასხვა ადგილას პრობლემა არ მაქვს.

    გაიხარე,სტიმულს მაძლევ კომენტარებით :)

    ReplyDelete