Friday, August 31, 2012

განახლებული "კოსმეტიჩკა"

ბოლო დრომდე ჩემი მაკიაჟი ტონალურით შემოიფარგლებოდა, თუმცა რაც აქეთ-იქით ფრენებს ვუმატე, ჩემს მაკიაჟში ცვლილებები შევიდა. ტრანზიტული ფრენისას დიდი შუალედი თუ მაქვს, ჩემი საუკეთესო გასართობი კოსმეტიკის მაღაზიებია. ამ დროს უამრავ ექსპერიმენტს ვატარებ. შეიძლება იმ დროს ბევრი რამის ყიდვა ვერ მოვახერხო (მით უფრო თუ უკვე საქართველოში ვბრუნდები და საფულე დაცარიელებული მაქვს), მაგრამ რაღაცებს ვარჩევ და მერე ზოგს თბილისში ვყიდულობ, ზოგის ყიდვას მომავალი მოგზაურობისთვის ვგეგმავ. ორი თვის წინ აღმოვაჩინე, რომ წითელი პომადა მიხდება და მინდოდა მქონოდა და თბილისში ეს პომადა შევიძინე.
ახლა ტუშს დავადგი თვალი და აი, გაიცანით ჩემი ახალი ნივთი, რომლის მოხმარების წესებს ჯერჯერობით კარგად ვერ ვფლობ :)
რატომღაც შიდა ფრენის დროს არ გავითვალისწინე, რომ სითხე არ დამეტოვებინა ხელჩანთაში. როცა აეროპორტში ჩანთის შემოწმებისას მკითხეს რაიმე სპრეი ხომ არ მქონდა, მაშინ გამახსენდა ჩემი "კოსმეტიჩკა", საბედნიეროდ მხოლოდ ბიოდროგას ახლადნაყიდი სახის დასაბანის გადაგდება მომიწია. სანაცვლოდ, გირლიანის დასაბანი შევიძინე, რომლითაც ძალიან კმაყოფილი ვარ და რომ გამითავდება, სავარაუდოდ, თბილისში მომიწევს ყიდვა, რაც ძალიან არ მსიამოვნებს, რადგან რატომღაც მგონია, რომ ერთი და იგივე კოსმეტიკა თბილისის და ევროპის მაღაზიებში განსხვავდება ხარისხით. თუმცა ფასში დიდი სხვაობა არ არის, 32 ევრო ღირდა იქ და აქ, თუ სწორად მახსოვს, 84 ლარი ღირს.
ასევე შევიძინე ბიოდროგას ტონალური და დამატენიანებელი. უკვე 3 თუ 4 წელია რაც ამ ტონალურს ვხმარობ და ვერ წარმომიდგენია სხვა ტონალურზე გადასვლა.
ასევე შევიძინე თვალის ცისფერი ჩრდილი, თვალის მაკიაჟის მოსაცილებელი, სხვადასხვა ფუნჯები და მეტ-ნაკლებად მზად ვარ მაკიაჟის გასაკეთებლად :) ძალიან მინდა, რომ ვიყიდო დიორის ახალი სუნამო Addict to Life. ჩვენთან 160 ლარი ღირს 50-იანი, თუმცა მგონია, რომ აქ ყიდვა არ ღირს. იმედია, მალე მომიწევს სადმე წასვლა მე ან ჩემს მეგობრებს და შევმატებ ჩემს კოსმეტიჩკას.

2 comments:

  1. რა კარგი შენაძენებია! დასანანია რომ მოგიწია სახის დასაბანის გადაგდება:( რაც შეეხება ევროპასა და საქართველოს შორის სუნამოების ხარისხს, გეთანხმები, რაღაცაშია საქმე ნამდვილად. დედას უყვარს ერთი სუნამო და გერმანიაში სწავლის დროს სულ იქ ვყიდულობდი. ერთხელ თბილისში შეიძინა და რომ იცოდა რომელ სუნამოს ყიდულობდა, არც შეუმოწმებია სუნი. არ ვიტყები ასეთი ყროლი არაფერი არ გვინახავს.
    გამოწერაზე არ გიფიქრია??

    ReplyDelete
    Replies
    1. კი, ვფიქრობ გამოწერაზე. უახლოეს მომავალში ვცდი :)

      Delete