Tuesday, September 4, 2012

საუნას წესები

დღეს საუნაში ერთმა გოგომ ძალიან შემაშინა - რამდენიმე დღის წინ ერთ გოგოს საუნა აუფეთქდაო. როგორც მოგვიანებით გავარკვიე, იმ გოგოს, ვისაც საუნა აუფეთქდა, მთელი ჯამით დაუსხამს წყალი. როგორც ამიხსნეს, საუნას წყალი ცოტ-ცოტა უნდა დავასხათ. დღეს ასევე გავიგე, რომ საუნაში ტანზე პირსახოცმოხვეული არ უნდა შევიდეთ, რადგან დაფარული ნაწილიდან წყალი არ გამოიყოფა ეფექტურად. სამაგიეროდ, თმა აუცილებლად უნდა იყოს დაფარული. და ასევე, საუნაში შესვლის წინ ცივი წყალი არ უნდა გადავივლოთო. თუმცა არ ვიცი ეს რამდენად სარწმუნო ინფორმაციაა. საუნააზე ასევე შეგიძლიან წაიკითხოთ ჩემს ერთ-ერთ ძველ პოსტში.

3 comments:

  1. ჩემი მეუღლე და მისი ოჯახი უკრაინელები არიან და საუნაში რომ შევდივართ პირსახოცი მართლაც არ გვაქვს შემოკრული. ჩვეულებრივად საცურაო კოსტუმში ვსხედვართ ხოლმე. არ ვიცი სწორია თუ არა, მაგრამ ჩემები იცი როგორ აკეთებენ? შევლენ საუნაში, მერე ცივი შხაპი, ბასეინში ცურაობა, მერე ისევ საუნა, ვიცი შხახი, ბასეინში გაცურვა და ასე შემდეგ იმეორებენ რამდენიმეჯერ.
    ჩემს ფიტნესს ცენტრს აქვს საუნა და რატომღაც არასდროს მისარგებლია. შენმა პოსტმა გამიღვიძა ამის სურვილი!! კარგი თემაა, იქნებ დავადგინოთ ოქროს წესები რა არის.

    ReplyDelete
  2. სამწუხაროდ, აუზი არ აქვთ დილატოში, თუმცა შეიძლება ცივი შპახი და საუნა ვცვალო, ვცდი :)

    ReplyDelete
  3. როგორ მიდის საქმეები? მე 4 კვირაა არ მივარჯიშია და შესაბამისად არც საუნაში მივსულვარ, მაჯაზე ფუტკრის ნაკბენი გამიმიზეზდა და მერე დაემატა რომ გავცივდი კიდევაც:( დღეს ვაპირებ. იმედია არაფერი შემიშლის ხელს:)

    ReplyDelete